20 ნოემბერი 2019
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტში თბილისში გეორგაფიული ობიექტების სამისამართე აბრების დაფინანსების საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, 2020 წელს, ისევე როგორც მიმდინარე წელს სამისამართე აბრების მონტაჟისთვის გამოყოფილია 500 ათასი ლარი. როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ასეთი მოცულობის ბიუჯეტით, წლის განმავლობაში დაახლოებით 14 ათასი აბრა მონტაჟდება.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს.