25 თებერვალი 2019
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახალი ინიციატივა გააჟღერა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, სახელდების და სიმბოლიკის კომისია მუდმივად მუშაობს იმ გმირების სახელების უკვდავსაყოფად, რომლებმაც დღემდე მოიტანეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა.
„იანვარში, ტაბახმელაში იუნკერ არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე ქუჩას მიენიჭა ასევე იუნკერის, შტაბის კაპიტნის ბესარიონ კემულარიას სახელი. 1921 წელს, საოკუპაციო არმია კოჯრის მიდამოების გარდა, გვებრძოდა სამგორში, გლდანში, ავჭალაში. გამოვდივართ ინიციატივით, ავჭალის რკინიგზის სადგურს დაერქვას საქართველოს ეროვნული გმირის, ჯავშანმატარებელთა რაზმის ხელმძღვანელის ვლადიმერ გოგუაძის სახელი. ვლადიმერ გოგუაძის ხელმძღვანელობით, ქართულმა მხარემ შეძლო რუსული არმიის ავჭალიდან განდევნა და ავჭალის რკინიგზის სადგურის დაკავება,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საკითხის განხილვის მიზნით, უახლოეს პერიოდში დაიწყებს კონსულტაციებს საქართველოს რკინიგზასთან.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026