18 ივლისი 2019
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლებმა დიდ დიღომში, ფედერიკ მომპერის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომისიაში ამ ეტაპზე ქუჩისთვის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაურის, ვახტან გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსნის, საერთაშორისო მისიაში გმირულად დაღუპული ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელის მინიჭების თაობაზე საქმისწარმოების პროცესი მიმდინარეობს.
საკითხთან დაკავშირებით სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას ქუჩის მცხოვრებლების პოზიციების გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში მიიღებს.