20 თებერვალი 2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. განსახილველი საკითხები კომისიის წევრებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარუდგინა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს მთაწმინდის რაიონში, გიორგი ქუჩიშვილის ქუჩის შესახვევისთვის რეჟისორის, თემურ ჩხეიძის სახელის მინიჭების, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უსახელო ქუჩისთვის და მასთან მდებარე შესახვევისთვის საქართველოს სახალხო არტისტის, მოცეკვავის ომარ მხეიძის სახელის მინიჭების, ასევე მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის I შესახვევისთვის ივანე და ნინო პოლტორაცკების სახელის მინიჭების საკითხებს.
საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს ეგნატე ფიფიას სახელი, ხოლო მთაწმინდის რაიონში, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს თამაზ სეფერთელაძის სახელი მიენიჭება.
გლდანის რაიონში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი წულაიას სახელი მიენიჭება. აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბაკურ ბექაურის სახელი მიენიჭება ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის II შესახვევს და შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთს.
აღნიშნული საკითხების გარდა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს გლდანის რაიონში, ე.წ. თბილისის სატრანზიტო გზის უსახელო მონაკვეთისთვის, დიდგორის ქუჩისთვის და ხიდის ქუჩისთვის თბილისის შემოსავლელი გზატკეცილის სახელის მინიჭების, ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის გეგუთის I ჩიხის სახელის მინიჭების, ისნის რაიონში, ტბელ აბუსერიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის ტბელ აბუსერიძის I შესახვევის სახელის მინიჭების საკითხებს.
კომისიის სხდომაზე იმსჯელეს რამდენიმე განკარგულებაში ცვლილების შეტანაზე, ასევე რამდენიმე ქუჩის გაგრძელების საკითხზე.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026