12 დეკემბერი 2023
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. როგორც ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა, მერიამ გაითვალისწინა კომისიის რეკომენდაცია სამისამართო აბრების დამონტაჟების თანხების გაზრდის შესახებ.
ბიუჯეტის პროექტის გარდა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა ქუჩების სახელდების საკითხები განიხილეს. დიდუბის რაიონში, არჩილ ქურდიანის ქუჩას არჩილ და გია ქურდიანების სახელი მიენიჭება. ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას გოჩა მაჩაიძის სახელი ეწოდება. დიდუბის რაიონში კი, დისევის ქუჩის მონაკვეთს, მასთან მდებარე უსახელო ქუჩას, ერთ ჩიხსა და ლიუბლიანას ქუჩის მონაკვეთს გივი ჟვანიას სახელი მიენიჭება.
კომისიის სხდომაზე კიდევ რამდენიმე ქუჩის სახელდების და ქუჩების გაგრძელების საკითხები განიხილეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026