15 მარტი 2018
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე რამდენიმე უსახელო ქუჩისა და ჩიხისთვის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს.
დღის წესრიგით წარმოდგენილი 22 საკითხი დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა გააცნო. მათ შორის იყო ისნის რაიონში, ზეთის ხილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სასულიერო მწერლის, იოანე ზოსიმეს სახელის, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, იუნკერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი ჩიხისთვის იუნკერის, მაიორ არჯევან ანანიაშვილის სახელის, ასევე სამგორის რაიონში, უსახელო ქუჩისთვის მხატვრის ვერა ბელეცკაიას სახელის მინიჭების საკითხი.
კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხებს დადებითი რეკომენდაცის მისცეს, რის შემდეგაც სახელდების საკითხები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული.