09 აგვისტო 2024
თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების საკითხები განიხილეს.
კერძოდ, დეპუტატებმა დედაქალაქში მდებარე რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის, სკვერისა და შესახვევისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს და აღნიშნულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
დღესვე კომისიის წევრებმა რამდენიმე ქუჩისთვის ბაბუშარას აეროპორტში ავიაკატასტროფის დროს და ასევე აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა სახელების მინიჭების საკითხები განიხილეს.
გარდა ამისა, სხდომაზე კიდევ რამდენიმე ქუჩასა და ჩიხისთვის ახალი სახელების დარქმევის თაობაზე იმსჯელეს.
საჯარო განხილვისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026