25 აგვისტო 2023
თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა რამდენიმე უსახელო ქუჩის, ჩიხისა და სკვერისთვის ახალი სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
კერძოდ, დეპუტატებმა საბურთალოს რაიონში, სიხარულის ქუჩის I ჩიხისთვის აკაკი გელოვანის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს და ამავე რაიონში ლისის ქუჩის გაგრძელებას და მასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩასა და ოთხი შესახვევისთვის მაგნოლიის და აკაციის სახელების მინიჭებას მხარი დაუჭირეს.
კომისიის წევრების თანხმობით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერს ჩინგიზ აითმატოვის სახელი დაერქმევა, ხოლო ამავე რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელი მიენიჭება.
იოანე ზოსიმეს სახელი დაერქმევა ისნის რაიონში მდებარე ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მონაკვეთსა და მასთან არსებულ უსახელო ქუჩას.
დღესვე კომისიის წევრებმა ზურაბ მაჩხანელის ქუჩის გაგრძელებას დაუჭირეს მხარი.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების დამტკიცების თაობაზე, საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026