01 ივნისი 2021 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს. სხდომას სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი უძღვებოდა.
დღევანდელ სხდომაზე ჩუღურეთის რაიონში გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღში მდებარე საკონცერტო დარბაზისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა საკითხს საკრებულოს სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირეს.