06 ივლისი 2018
თბილისის საკრებულოში გამართულ სახელდებისა და სიმბოლიკის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლების III მ/რაიონში არსებულ უსახელო პარკს ოკუპაციის მსხვერპლთა სახელი მიენიჭება.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ხელმძღვანელობდა საკითხების საჯარო განხილვა მიმდინარეობდა, რომლებიც დედაქალაქში სხვადასხვა მისამართზე არსებული ქუჩების სახელდებასა და დამისამართებას ეხებოდა.
კომისიის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას აფხაზეთში გმირულად დაღუპული მებრძოლების სახელი მიენიჭება, ასევე სახელდებული იქნება რამდენიმე უსახელო გასასვლელი, ჩიხი, შესახვევი და გაგრძელდება უკვე არსებული ქუჩა.
სხდომაზე გამოტანილ საკითხებს, დეპუტატებმა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.