თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილესთან, იანა გაშპარიკოვასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძემ შეხვედრის დასაწყისში მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. თავის მხრივ, ჩეხეთის ელჩის მოადგილემ ნინო ვარდოსანიძეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მე-19 საუკუნეში საქართველოში მოღვაწე ჩეხი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის, იან პრიბილის, ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით ღონისძიების დაგეგმვაზე ისაუბრეს. იან პრიბილმა საქართველოში პირველი სამხედრო ჰოსპიტალი დააარსა. მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ კურორტოლოგიას. თბილისის საკრებულომ იან პრიბილის სახელი ისნის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას მიანიჭა.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ და ჩეხეთის ელჩის მოადგილემ განიხილეს დეტალები ერთობლივი ღონისძიების, რომელიც იან პრიბილის ქუჩის სახელდებას და საქართველოსა და ჩეხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს მიეძღვნება.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023