04 აპრილი 2018
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლებმა სამგორის რაიონში, ჯამბულ წურწუმიას ქუჩის I და II შესახვევის და დიდ ლილოში, ელენე გოკიელის ქუჩის I შესახვევის მცხოვრებლებს ქუჩების სახელდების დამადასტურებელი განკარგულებები გადასცეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას უკვე შეუძლია იმ საჭირო სერვისებით სარგებლობა, რაც მისამართთანაა დაკავშირებული (პირადობის მოწმობის აღება, გზავნილის მიღება, სახანძრო, საპატრულო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების შეუფერხებლად გამოძახება.)
„ჩვენ ეს ორივე საკითხი საკრებულოს სხდომაზე 30 მარტს მივიღეთ, მანამდე იყო კომისიურად განვიხილეთ და ორივე ქუჩა ადგილზე შევისწავლეთ. გოკიელის ქუჩის მოსახლეობას რაიონის მაჟორიტართან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად შევხვდით და დავპირდით, რომ მათი პრობლემები ოპერატიულად მოგვარდებოდა,“ - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025