04 ოქტომბერი 2019
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.
საელჩოს მრჩეველმა გულმირა სულტანალიმ კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის სფეროში ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კონტაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, ტრადიციულად, პოზიტიური მიმართულებით ვითარდება.
გულმირა სულტანალიმ თინათინ ნიბლოშვილს შეხვედრის მიზანი გააცნო და კომისიას ყაზახი პოეტ-განმანათლებლისა და ფილოსოფოსის-აბაი კუნანბაევის დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მისი სახელის დარქმევის თხოვნით მიმართა.
როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, კომისია თბილისთან დაძმობილებულ ქალაქებთან ნაცვალგების პრინციპით აქტიურად მუშაობს.
,,ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ასტანაში ერთ-ერთ ქუჩას დიდი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის -შოთა რუსთაველის სახელი ქვია.
ჩვენი მხრივ, თქვენს წინადადებას კომისიურ რეჟიმში განვიხილავთ და სახელდების მიზნით, კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის მოძიების პროცედურას დავიწყებთ’’, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მანვე შეხვედრაზე თბილისთან დაძმობილებულ ქალაქებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში შარშან ,,დაძმობილებული ქალაქების სკვერი’’ გაიხსნა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026