11 აპრილი 2018
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლები ოქროყანის მოსახლეობას შეხვდნენ და უსახელო ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანის დასახლებაში ახალი ქუჩების წარმოქმნის პროცესი თითქმის დასრულებულია, თუმცა, განაშენიანების ტემპის გათვალისწინებით, უმისამართოდ დარჩენილი მოსახლეობის ერთეული
შემთხვევები დაფიქსირდა.
კონკრეტული ქუჩის მცხოვრებლებმა საკრებულოს გარკვეული პერიოდის წინ მიმართეს და პრობლემის გადაჭრა მოითხოვეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, საკითხის დეტალურად შესწავლის პროცესში გამოიკვეთა, რომ გზის გარკვეული მონაკვეთები კერძო საკუთრებაშია მოქცეულია.
დეპუტატი მოსახლეობას მაქსიმალურ დახმარებას დაპირდა.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში შეთანხმების მიზნით მოქალაქეების და კონკრეტული მესაკუთრის მონაწილეობით ერთობლივი შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები პრობლემის დროულად მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.