17 აპრილი 2025 თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საბურთალოს რაიონში, ვიქტორ დოლიძის ქუჩის მიმდებარედ კინოსა და თეატრის მსახიობის ჯემალ ღაღანიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, გახსნა. ღონისძიების ფარგლებში ქუჩაზე მისამართის აღმნიშვნელი აბრები დამონტაჟდა.
ჯემალ ღაღანიძე 1933 წლის 21 აპრილს თბილისში იმ ქუჩაზე დაიბადა, რომელსაც საკრებულოს გადაწყვეტილებით მსახიობის სახელი მიენიჭა. ჯემალ ღაღანიძე იყო ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი , საქართველოს სახალხო არტისტი.
ღონისძიებას მსახიობის ოჯახის წევრები, ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ქუჩის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026