14 ივლისი 2018
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თბილისში, ფერმწერთა ქუჩის მიმდებარედ, კინომცოდნე ტატა თვალჭრელიძის ქუჩა გახსნა.
ქუჩას სახელი თბილისის საკრებულოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში 2016 წელს მიენიჭა. მემორანდუმი ქალაქის ურბანულ საკითხებში გენდერული პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. მემორანდუმის მიხედვით, თბილისში არსებულ 50 ქუჩას იმ ქართველ ქალთა სახელები მიენიჭა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მარიკა დარჩია, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბირბიჩაძე და საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძე მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ტატა თვალჭრელიძის ოჯახის წევრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025