28 ოქტომბერი 2022
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს. მათ შორის: ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ვაჟა გვანცელაძის სახელი მიენიჭება. ასევე, გლდანის რაიონში ჭიჭინაძის ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს გიორგი და ზვიად უგრეხელიძეების სახელი მიენიჭება.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, აშოტ კურაპალატის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის კრავაი ჯაყელის სახელის მინიჭებას. ამავე რაიონში, კიდევ ერთ უსახელო ქუჩას ლავრენტი მანაგაძის სახელი მიენიჭება.
კომისიის სხდომაზე განიხილეს ასევე, რამდენიმე ქუჩის გაგრძელების საკითხები.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026