06 ნოემბერი 2025
თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა, რომელმაც კომისიის წევრებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის საქმიანობაზე, კომისიის ფუნქციებზე და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პროცედურებზე ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც ლევან აბაშიძემ განაცხადა, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვის პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს დედაქალაქის მერიასთან და სახელმწიფო უწყებებთან.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. კომისიის წევრებმა კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარმოადგინეს.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026