14 აპრილი 2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარადგინა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის ხელბურთელის იმედო ფხაკაძის სახელის მინიჭების საკითხს. კომისიის სხდომაზე ნაცვალგების წესის შესაბამისად, ისნის რაიონში, პეტრე ხვედელიძისა და შანდორ პეტეფის ქუჩებთან არსებულ უსახელო მოედანს მონტევიდეოს სახელი, ასევე სამგორის რაიონში, ე.წ. ვარკეთილის ცენტრალურ პარკს უზბეკი პოეტის, მოაზროვნის და სახელმწიფო მოღვაწის ალიშერ ნავოის სახელი მიენიჭება.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის სხდომაზე თბილისის რამდენიმე რაიონში ქუჩების სახელდების საკითხები განიხილეს. ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის II შესახვევს გეოლოგის, აკადემიკოს გიორგი ძოწენიძის სახელი, ნაძალადევის რაიონში, დავით გურამიშვილის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას, ახალდაბის ქუჩის მონაკვეთს და ახალდაბის ჩიხს დრამატურგისა და მსახიობის ავქსენტი ცაგარელის, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, მირზა გელოვანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კინორეჟისორ ომარ გვასალიას სახელი მიენიჭება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ასევე რამდენიმე რაიონში, შესახვევებისა და ჩიხების სახელდების საკითხებს.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026