თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე ორ ქუჩაზე დაზუსტების და ნუმერაციის ცვლილების საკითხი განიხილეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა განიხილეს ასევე რამდენიმე ქუჩის გაგრძელების და სახელების მინიჭების საკითხები. საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, ნიკო ჭავჭავაძის ქუჩასთან მდებარე უსახელი ქუჩას და მასთან არსებულ შესახვევს ქართველი ოფიცრის დიმიტრი ჩრდილელის სახელი მიენიჭება. ვაკის რაიონში, მსახიობ ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს ლეო კვაჭაძის I გასასვლელი ეწოდება. ასეთივე ცვლილება შეეხება სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ქართველი სპორტსმენის, მთასვლელის ალიოშა ჯაფარიძის ქუჩას.
ქუჩების გაგრძელებები შეეხება ასევე მთაწმინდის რაიონს, ვაკის რაიონს, ჩუღურეთის რაიონს, კრწანისისა და ნაძალადევის რაიონებს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023