17 თებერვალი 2020
თბილისში, სამგორის რაიონში, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, რევაზ ბებიას სახელობის ქუჩაზე სამისამართე აბრები დამონტაჟდა.
რევაზ ბებიას სახელი 2018 წელს სამგორის რაიონში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მიენიჭა.
სამისამართე აბრების მონტაჟის პროცესს რევაზ ბებიას მეუღლე, მეგობრები და ოჯახის სხვა წევრები დაესწრნენ.
როგორც დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, დედაქალაქში სამისამართე აბრების დამზადებისა და დამონტაჟებს პროცესი გრძელდება.
,,ჩვენი მიზანია, რომ თბილისში მისამართის გარეშე არც ერთი გეოგრაფიული ობიექტი არ გვქონდეს’’,-განაცხადა დეპუტატმა.