22 ივლისი 2019
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე, დედაქალაქში არსებული უსახელო ქუჩებისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სახელების მინიჭების შესახებ მორიგი საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქს აფხაზეთის ომში დაღუპული ხუთი მებრძოლის სახელობის ქუჩა შეემატება, ხოლო ნაძალადევის რაიონში აფხაზეთში დაღუპული გმირის ლევან შათირიშვილის სახელი უსახელო სპორტულ მოედანს მიენიჭება.
დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში იქნება აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების მალხაზ ჯღარკავას, რევაზ ბებიას, გელა მინდიკაურის, ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის, ოთარ ოძელაშვილის სახელობის ქუჩები.
საჯარო განხილვას, კომისიის წევრებთან ერთად, დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026