23 აპრილი 2018 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ავჭალა-2 ის დასახლებაში სამისამართო აბრების განთავსების პროცესის მონიტორინგი განახორციელეს.
თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით სამისამართო აბრების განთავსების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისის მასშტაბით აბრების განთავსების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე სამუშაოები თბილისზე შემოერთებულ ტერიტორიებზე მოხდება, რადგან ხსენებულ დასახლებებში აბრები არასოდეს ყოფილა, შესაბამისად მისამართების დადგენა და ოპერატიულად მიგნება გართულებულია“, - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.
უახლოესი დღეების განმავლობაში კონტრაქტორი კომპანია ავჭალა-2 ის დასახლებაში აბრების დამონტაჟებას დაასრულებს.
სამისამართო აბრების განთავსებაზე თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.