25 ივლისი 2020 თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით, გლდანის რაიონში, კერძოდ ავჭალაში არსებულ სკვერს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირის ბახვა გოგოლაძის სახელი მიენიჭა.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ვეტერანების სახელმწიფო ეროვნულ სამსახურთან აქტიურად თანამშრომლობს და არაერთ სკოლას, სკვერსა და ქუჩას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების სახელები უკვე ეწოდა.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ქალაქს დარჩეს იმ ადამიანთა სახელები, ვინც თავი შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობას.
,,ჩვენ ყოველთვის გულისხმიერად ვეკიდებით საკითხებს, რომელიც ეხება ჩვენი გმირების სახელობის გეოგრაფიული ობიექტების გაჩენას და დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა დღეს არის ძალიან ბედნიერი, ვინაიდან სწორედ მათ მოგვმართეს თხოვნით, რომ ავჭალაში არსებულ ამ სკვერს ბახვა გოგოლაძის სახელი მინიჭებოდა,“- აღნიშნა დეპუტატმა.
ვეტერანების სახელმწიფო საქმეთა სამსახურის დირექტორმა ავთანდილ იმნაძემ თინათინ ნიბლოშვილს ამ წამოწყებისა და ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გლდანის რაიონში კობა კობალაძე, ბახვა გოგოლაძის ოჯახის სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025