თბილისის საკრებულოში, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ცვლილებები საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინეს.
თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 1 050 302 500 ლარით განისაზღვრა. მთავარ საფინანსო დოკუმენტში პრიორიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება და თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტს საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე დაამტკიცებენ.