01 აპრილი 2015 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა და დეპუტატებმა ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს.
აღნიშნულ პროექტზე, სპეციალურად ამ წესის დარეგულირების მიზნით შექნილი საკონსულტაციო საბჭო მუშაობდა და მასში ასევე, არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციების მიერ მიწოდებული რეკომენდაციებია გათვალისწინებული.
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, შორენა ბუხრაშვილის განცხადებით, კომისიამ იურიდიულ საკითხთა კომისიასთან ერთად აღნიშნული წესის თეზისებად შემუშავება განახორციელა, რის შემდეგაც დოკუმენტი თბილისის მერიაში იქნა გადაგზავნილი.
„ დღეს ჩვენ განვიხილავთ პროექტს, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარის მიერ მოწოდებული ის შენიშვნები და რეკომედაციებია გათვალისწინებული, რომლებიც საზოგადოებისა და ცხოველების ინტერესების და უფლებების დაცვის რაციონალურ მექანიზმებს შეიცავს და ადამიანისა და ცხოველის ჰარმონიულ თანაარსებობაზეა ორიენტირებული“-აღნიშნა შორენა ბუხრაშვილმა.
იურუდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის ინიციატივით, სხდომაზე გატანილ პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა.
მათ შორის, ცვლილება ცხოველების ევთანაზიასა და მოკვდინებასთან დაკავშირებულ საკითხს შეეხო და ცხოველთა მოკვდინების მეთოდების ჩამონათვალს კიდევ ერთი პუნქტი დაემატა. კერძოდ, წესის მიხედვით, დაუშვებლია ცხოველთა მოკვდინება დახრჩობით, გაგუდვით, მოწამვლით, ელექტრომუხტის გამოყენებით, მექანიკური დაზიანების მიყენებით, იძულებითი შიმშილით ან წყურვილით, პნევმატური იარაღით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით.
აღნიშნული პროექტი დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაციით შეაფასეს და დოკუმენტი საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იქნება გატანილი განსახილველად.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025