17 აგვისტო 2018
თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, განათლებისა და კულტურის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად ალექსანდრე ტოგონიძის დანიშვნის შესახებ იმსჯელეს.
ალექსანდრე ტოგონიძე დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ წარუდგინა. როგორც მან განაცხადა, ალექსანდრე ტოგონიძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილების გათვალისწინებით, იგი დაკისრებულ მოვალეობებს თავს წარმატებით გაართმევს. დეპუტატებმა ტოგონიძის კანდიდატურას, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად, დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა დღესვე რამდენიმე მისამართზე ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგებლობა განიხილეს
დეკემბერი 07,2021