თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი საკრებულოს წევრებს კომისიების თავმჯდომარეებმა რევაზ სოხაძემ და ერეკლე კუხიანიძემ გააცნეს.
სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს. საკითხები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა რუსუდან მირზიკაშვილმა წარადგინეს.
გაერთიანებულ სხდომაზე თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიებზე ზონების ცვლილებების საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს დიდუბის, საბურთალოს, ვაკის რაიონებში და სოფელ თხინვალაში განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების საკითხები.
გაერთიანებული კომისიების წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.