თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდა. დეპუტატებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის თაობაზეც დეტალური ინფორმაცია დეპუტატებს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა მიაწოდა. შესაბამისი განხილვის შედეგად, კომისიის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებების ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილი კი შემდგომი შესწავლის მიზნით გადაიდო.
დღესვე კომისიის წევრებმა ”თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი წერილები განიხილეს, რომლებიც მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებში შესატან ცვლილებებს ეხებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელსაც მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ შესახებ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილბები წარმოუდგინა. საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს კომისიის თავმჯდომარე დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.