28 იანვარი 2015
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის ინიციატივით, დედაქალაქში ცხოველთა მოვლა–პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის წესის საკითხთან დაკავშირებით, საკონსულტაციო საბჭოს შეიქმნა.
საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც შეხვედრას გარემოს დაცვის კომისიის და საბჭოს წევრების–თბილისის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ უფროსის თეიმურაზ ფხალაძის, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ნანა მურადაშვილის, საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძის და მართვადი, რესპირატორული და ზოონოზოური ინფექციების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ციური თუშიშვილის გარდა, ურბანისტი და არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე და ამიერკავკასიის საერთაშორისო ჰუმანიტარულ–სპორტულ სარეაბილიტაციო კინოლოგიური და ფელინოლოგიური ასოციაციის იტკ. პრეზიდენტი კარენ ნანუმიანი ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და საბჭოს წევრებმა ცხოველთა თავშესაფრებში პირობებისა და სტანდარტების, ცხოველთა პოპულაციის მართვის, ასევე სხვა პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებზე და საშუალებებზე იმსჯელეს.
შეხვედრა კითხვა–პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც ერთ–ერთი ძირითადი საკითხი ეხებოდა: პატრონიანი და უპატრონო ცხოველთა აღიცხვას, ახალი თავშესაფრების აშენებას და მართებულად მოწყობას, ასევე ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობას და სხვა.
საბჭო პირველივე შეხვედრაზე თეზისების დონეზე ჩამოყალიბდა, რაც სამომავლოდ აუცილებლად იქნება ასახული კანონპროექტში.
საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე ასევე მომავალ გეგმებზე და სტრატეგიებზეც იმსჯელეს.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 20,2025
კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ნოემბერი 12,2025
კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის მოადგილეს, მერიის გარემოს დაცვის კომისიის და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ნოემბერი 10,2025