დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსთან თამარ ბაგრატიასთან ერთად თავისუფლების მოედანზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორების დამონტაჟების პროცესს დაესწრნენ.
თამარ ბაგრატიას განცხადებით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.
როგორც შორენა ბუხრაშვილმა განმარტა, აღნიშნული ინდიკატორები გარკვეული პერიოდის შემდეგ შეგროვდება და შესაბამისი პირობების დაცვით დიდ ბრიტანეთში ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად გადაიგზავნება.
მისივე განცხადებით, დიდი ბრიტანეთიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისსა და სხვა ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ არსებული მდგომარეობის უფრო დეტალურად განსაზღვრა გახდება შესაძლებელი.
ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით, ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტრაციების გამზომი მოწყობილობები საქართველოს მასშტაბით 60-მდე, ხოლო დედაქალაქში 26 წერტილში დამონტაჟდა.