თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები გოჩა ბაბუნაშვილი და შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდნენ, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილეს.
დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების თაობაზეც იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე კომისიის წევრებმა ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს და თბილისში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით და იჯარის ფორმით გადაცემას თანხმობა მისცეს.
გაერთიანებული კომისიების სხდომას თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და უშუალოდ განმცხადებლები ესწრებოდნენ.