დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შორენა ბუხრაშვილმა დიდ დიღომში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაში, რომელიც საბავშვო ბაგა-ბაღების ტერიტორიაზე მოეწყო, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, ასევე საბავშვო ბაგა-ბაღის პედაგოგებმა და აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა.
წიწვოვანი ხეების დარგვის აქცია თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელშეწყობითა და ინიციატივით გაიმართა და დედაქალაქის მასშტაბით საშემოდგომო რგვებს მოიცავს.
შორენა ბუხრაშვილის განცხადებით, დეპუტატის ბიურო აღნიშნული მიმართულებით სხვადსხვა ღონისძიებებს მომავალშიც გეგმავს.