ბრიტანული ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის „Mayhew International“-ის მიწვევით 2014 წლის 15-19 დეკემბერს ქ. ლონდონში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავჯდომარე შორენა ბუხრაშვილი, სსიპ-საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი ჭაბუკი შეშელიძე, სააგენტოს ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ფხალაძე და ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ვეტ-ექიმი დავით ომარაშვილი იმყოფებოდნენ.
ვიზიტის მიზანს ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციების მართვისა და კონტროლის მეთოდების, საკანონმდებლო ბაზის, მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების მუშაობის პრინციპებისა და მეთოდების გაცნობა წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ერთად შეხვედრა შედგა ქ. ლონდონის პარლამენტის წარმომადგენლებთან, ინგლისში საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
საქართველოს დელეგაციის წევრები ქალაქ ლონდონში ბრენტის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიის სამსახურის უფროსს, სამსახურის სხვა წარმომადგენლებსა და ცხოველთა დამცველი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარესაც შეხვდნენ.
საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეებმა ცხოველთა დაცვის, მათი პოპულაციის მართვისა და კონტროლის თაობაზე საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილებები წარმოადგინეს.