დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის-შორენა ბუხრაშვილის ინიციატივით, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან ბიძინა გიორგობიანთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ბიძინა გიორგობიანმა დედაქალაქის ტერიტორიაზე ზეხმელი და ავარიული ხეების მოჭრის თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ტენდერი, რომლის მიხედვითაც, თბილისში 10 ათასი ზეხმელი, ხმელი და ავარიული ხის მოჭრა უნდა განხორციელებულიყო, გაუქმებულად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციას „უსაფრთხო სივცრე“ დავების საბჭომ ტენდერის გაუქმების თაობაზე საჩივარი დაუკმაყოფილა. ბიძინა გიორგობიანმა ასევ განმარტა, რომ გაუქმებული ტენდერი ხმელი, ზეხმელი და ავარიული ხეების მოჭრის შემდეგ, იმავე ტერიტორიაზე ახალი, ფოთლოვანი ქსენოფიტების დარგვას ითვალისწინებდა.
როგორც გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ-შორენა ბუხრაშვილმა აღნიშნა, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად, დაავადებული და ხმელი ხეების მოჭრა აუციელბლობას წარმოადგენს, რასაც, როგორც მერიის, ასევე სხდომაზე მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციების უკლებლივ ყველა წარმომადგენელი დაეთანხმა.
„დედაქალაქში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია დაავადებული და ხმელი ხეების მოჭრა. მათ ნაცვლად კი, ახალი, ფოთლოვანი ხეების დარგვა. ვინაიდან ტენდერის გაუქმების გამო სამუშაოები არ განხროციელდა, აუცილებელია მოვიძიოთ გზები, რომლებიც აღნიშნულ პრობლემას აღმოფხვრის. ვფიქრობ დღევანდელი შეხვედრა დაგვეხმარება დროულად მოხდეს სწორი გადაწყვეტილების მიღება. მივესალმები არასამთავრობო სექტორის ჩართულობას ქალაქისათვის ძალზედ მნიშვნელოვან საქმეში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუციელბლად ვიპოვნით გამოსავალას, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა ჯასაღ გარემოში იცხოვრონ“-განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს, გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა, აღნიშნული საკითხის გონივრულ ვადებში გადაჭრის ოპტიმალური გზები და სამომავლო გეგმები დასახეს.
შორენა ბუხრაშვილმა კომისიის, მერიის საქალაქო სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა დადებითად შეაფასა.