თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დეპუტატებს „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე განკარგულების პროექტი წარუდგინა. კომისიის წევრებმა მშენებლობების დასრულებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები შეათანხმეს.
დღევანდელ სხდომაზევე, კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულო დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს. საკითხები საკრებულოს წევრებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს.