თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძემ, შპს „თბილსერვის ჯგუფის‘‘ დირექტორთან, დავით ფაჩულიასთან და თბილისის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელთან, ირინე დანელიასთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილეს.
შეხვედრას საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრები - ლევან აბაშიძე და ვლადიმერ ბოჟაძე ესწრებოდნენ.