თბილისის საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სარევიზიო და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის დასკვნის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის სხდომაზე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარმოადგინა.
გარდა ამისა, სხდომაზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
ასევე სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო -სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე იმსჯელეს.
სარევიზიო შემოწმების მასალების გაცნობის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ კომისიის წევრებს სარევიზიო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.