თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები რევაზ სოხაძე და გიორგი დოხტურიშვილი უძღვებოდნენ.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, რომლებიც თბილისის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილეებმა ქვარა ჩართოლანმა და ოთარ ჩიტიძემ წარმოადგინეს.
კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები განიხილეს.
წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.