თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც რევაზ სოხაძე და გიორგი დოხტურიშვილი უძღვებოდნენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა, დეპუტატებმა დიღმის ჭალების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს მოუსმინეს. მოქალაქეებმა დეპუტატებს ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნეს და მათ კონკრეტული საკითხებით დაინტერესება სთხოვეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკითხების დეტალური შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც დაინტერესებული პირები მიმდინარე პროცესებში ჩართვას კვლავაც შეძლებენ.
გარდა ამისა, სხდომაზე ქალაქსა და მის შემოგარენში არსებული მწვანე ნარგავების მდგომარეობაზე ისაუბრეს და მათი მოვლა-პატრონობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს. კომისიების წევრებმა ასევე საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე მნიშვნელოვანი თემები განიხილეს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მომხსენებელი კი თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე იყო.