თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.
დეპუტატებმა თბილისის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. საკითხი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. თალაკვაძის თქმით, წარმოდგენილი ცვლილების პროექტით, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 12 მლნ ლარით იზრდება და 1 მლრდ 075 მლნ 101, 8 ათასი ლარით განისაზღვრება.
კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანასა და თბილისში სხვადასხვა მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების საკითხები განიხილეს.
ორი კომისიის სხდომას თავმჯდომარეები - რევაზ სოხაძე და ერეკლე კუხიანიძე უძღვებოდნენ.