თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარეები - რევაზ სოხაძე და ერეკლე კუხიანიძე უძღვებოდნენ.
კომისიის წევრებმა “ქალაქ თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“დადგენილებაში ცვლილებების საკითხის შესახებ იმსჯელეს. 2019 წლის ბიუჯეტის მოცულობა 62 მილიონ 820 ათასი ლარით იზრდება და 1 063 101,8 ათას ლარს შეადგენს.
დღესვე, ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სხვადასხვა მისამართებზე ზონალური ცვლილებების საკითხები განიხილეს.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხზე იმსჯელეს და მათ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.