თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილეს.
დეპუტატებმა, რამდენიმე მისამართზე, ზონალურ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი. დღესვე კომისიის წევრებმა რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე იმსჯელეს და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
დეპუტატებმა აღნიშნული საკითხების საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას დადებითი რეკომენდაცია მისცეს. ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.