თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებს რამდენიმე მისამართზე, ზონალური ცვლილებებისა და ჭავჭავაძის #80-ში მდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმიდან გამოყოფის შესახებ საკითხები მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა რუსუდან მირზიკაშვილმა წარუდგინა.
დღესვე დეპუტატებმა მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, მათ შორის სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის დოკუმენტების ფორმირების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს.
საკითხი საკრებულოს წევრებს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა წარუდგინა.