თბილისის საკრებულოში გამართულ ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, სსიპ არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ზონალური ცვლილებების განხორციელების საკითხები წარმოადგინეს.
ასევე იმსჯელეს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისთვის დოკუმენტების დამტკიცების თაობაზე. საკითხი კომისიების სხდომაზე საქალაქო სამსახურის უფროსმა წარმოადგინა.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაციები მიეცათ.