თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა,
კომისიების სხდომაზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად გალაქტიონ ბუაძის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. საკითხი დეპუტატებს თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ წარუდგინა. ვალერი ჭიღლაძემ წარმოადგინა ასევე ცვლილებები თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და სამგორის რაიონის საშტატო ნუსხებში, რაც ძირითადად არსებული შტატების სხვადასხვა სფეროების მიხედვით გადანაწილებას გულისხმობს.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის და მერიაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მუშაობის წესში გარკვეულ ტექნიკურ ცვლილებებს.
დღესვე, კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე რამდენიმე უძრავ ქონებაზე ზონალურ ცვლილებებს მისცეს თანხმობა.
კომისიების სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.