დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები - გოჩა ბაბუნაშვილი და შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდნენ.
დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების, ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
საკითხების უმრავლესობას, რომლებიც სხდომაზე აქრიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა წარადგინეს დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს, საკითხების ნაწილი კი შემდგომი შესწავლის მიზნით, მომავალი სხდომისთვის გადაიდო.