დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები- გოჩა ბაბუნაშვილი და შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდნენ.
სხდომაზე თბილისის მერიის აქრიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა დეპუტატებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი წარუდგინეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებაც იმსჯელეს და წარმოდგენილი საკითხების უმრავლესობას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე დეპუტატებმა დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილება განიხილეს. კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას ერთხმად დაუჭირეს მხარი.