თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის შპს „თბილისის პარკების“, შპს „უძრავი ქონება-თბილისის“ და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ რეორგანიზაციის, კერძოდ, შერწყმა-მიერთების თაობაზე იმსჯელეს და საკითხის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად გატანას დაუჭირეს მხარი.
სხდომაზე ასევე დადებითი რეკომენდაცია მიეცა საკითხს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე.
კომისიის წევრებმა დღესვე განაშენიანების რეგულირების გეგმარებით დავალებებსა და პროექტებზე იმსჯელეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომას თბილისის მერიისა და არქიტექტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.