საკრებულოში გამართულ ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, კომისიების წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების საკითხი დეტალურად განიხილეს, რომელიც მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ წარმოადგინა.
სხდომაზე რამდენიმე მისამართზე მდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტებზეც იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებს, დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ და მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ მარიამ კვერნაძემ გააცნეს.
წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.